ხაშმის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა 
06-10-2023

რევაზ ინანიშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლა ევროპის სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა. 

მასობრივი სპორტული ღონისძიებების კვირეული ქვეყანაში 23 -29 სექტემბრის ჩათვლით მოეწყო. 

კვირეულის ფარგლებში, ხაშმის საჯარო სკოლაში არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება გაიმართა. კვირეული კი 29 სექტემბერს სპორტულ-გასართობი შეჯიბრით „მხიარული სტარტები“ დაგვირგვინდა. 

მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ ხაშმის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203