ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები სასწავლო ფერხულში ხალისით ჩაერთნენ
05-10-2023
ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
სასწავლო ფერხულში აქტიურად ჩაერთნენ მე-5 კლასის მოსწავლეები, რომელთა სასწავლო მოტივაციაზე დამრიგებელმა იზრუნა. მასწავლებელმა მათ გულთბილი დახვედრა მოუწყო და სასწავლო პროცესის განახლება განსაკუთრებულად მიულოცა.