თბილისის N200 საჯარო სკოლაში საინტერესო სტუმრებს უმასპინძლეს
05-10-2023
თბილისის N200 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში გლობალური განათლების პლატფორმა Kix-ის ხელშეწყობით, პროექტის ფარგლებში, მოლდოვის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის და საქართველოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

შეხვედრები, ინკლუზიური განათლების მიმართულებით, განათლების კონსორციუმში შემავალ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობას ემსახურება.

სტუმრებმა, ვიზიტის ფარგლებში, როგორც სასწავლო, ასევე სააღმზრდელო გარემო დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ.
მასწავლებლებმა და სტუმრებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203