აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოხუმის დაცემის დღეს კედლის გაზეთი მიუძღვნეს 
05-10-2023

აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში 1993 წლის 27 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.

ბავშვებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, ასევე ამ დღის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გააცნეს.

მოსწავლეებმა კედლის გაზეთი შექმნეს. აღნიშნულ აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ. 

პედაგოგებთან ერთად, მათ ძალადობა დაგმეს და აღნიშნეს, რომ აფხაზეთი საქართველოა. „აფხაზეთო მე დავბრუნდები და ეს შენ კარგად იცი!“ ,- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი. 

30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203