სამტრედიის N7 სკოლის მოსწავლეები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
05-10-2023

სამტრედიის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლის დირექტორი მარინა გოგიშვილი მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს ულოცავს და უსურვებს ასეთივე წარმატებით გააგრძელონ განათლების მიღება. 

„აი დამსახურებული კომპიუტერები! წარმატებული წელი და ბედნიერი მომავალი ჩვენი სკოლის მოსწავლეებს! წინ წარმატებისკენ“,- ვკითხულობთ დირექტორის წერილში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203