ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტები ჩაატარეს
05-10-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეებს შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, როგორც სკოლაში ამბობენ, მეხუთე კლასში საინტერესო და პრაქტიკული გაკვეთილი ჩატარდა. მისი თემა იყო „დაკვირვება“. მოსწავლეებს ბუნების მასწავლებელმა ისკუჰი ეღუნიანმა გარკვეული მიმართულებები მისცა.

მეხუთეკლასელებმა კი ექსპერიმენტები ჩაატარეს - ჭიქები წყლით აავსეს და ფერადი საღებავი ჩაასხეს, შემდეგ კი ეს წყალი ყვავილებს დაასხეს. მოსწავლეებმა დაინახეს, რომ ყვავილების ფერი შეიცვალა.

მათ მეორე დაკვირვებაც განახორციელეს. კერძოდ, ორ ჭიქაში წყალი ჩაასხეს, პირველ ჭიქაში მარილი ჩაყარეს, მეორე ჭიქაში კი - კვერცხები. 

მოსწავლეებმა აქტივობით ცოდნა გაიღრმავეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203