„ძველი რიცხვითი გაანგარიშების სისტემები“ - ბეჟანოს საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
05-10-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, V კლასის მათემატიკის მასწავლებელმა სუსანა ქციანმა პროექტის - „ძველი რიცხვითი გაანგარიშების სისტემები“ პრეზენტაცია წარადგინა. აღნიშნული პროექტის შექმნაში ყველა მოსწავლე აქტიურად, დიდი მონდომებით მონაწილეობდა. მათ შესაბამისი ინფორმაცია დამოუკიდებლად მოიძიეს, დაახარისხეს, რესურსები დაამზადეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

პროექტის პრეზენტაციამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

„მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიძიეს პროექტის შექმნისთვის საჭირო მასალა, შექმნეს რესურსები, მიზნობრივად გამოიყენეს და ურთიერთთანამშრომლობითა და აზრთა გაზიარებით პროექტი შექმნეს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203