ახალი სასწავლო წლის პირველი გამოფენა სამტრედიის N12 საჯარო სკოლაში 
05-10-2023

სამტრედიის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეები არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ და მოსწავლეთა შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობენ. 

სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველი გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე მეორეკლასელთა ნამუშევრები გამოიფინა. მე-2 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - სასკოლო ნივთები, ფერად-ფერადი ჩანთები დაამზადეს და საკლასო ოთახში გამოფინეს. 

მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203