მახალაკიძეების საჯარო სკოლის დირექტორ ზურაბ დარჩიძეს საპატიო სიგელი გადაეცა
05-10-2023
ფრიდონ მახარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
4 ოქტომბერს სკოლას საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი - ედუარდ გოგრაჭაძე, მუნიციპალიტეტის პროფკავშირთა საბჭოს თავმჯდომარე - ლევან ნატარიძე და განათლების დარგის სპეციალისტი - ლადო თავდგირიძე ეწვივდნენ. ისინი სკოლაში საჩუქრებით მივიდნენ. მათ ერთ-ერთ მოსწავლეს, რომელიც გვიან დარეგისტრირდა და სასწავლო წლის დაწყებისას კომპიუტერი არ გადასცემია, კუთვნილი საჩუქარი გადასცეს.
გარდა ამისა, მათ სკოლის დირექტორი ზურაბ დარჩიძე, რომელსაც პირველ ოქტომბერს დაბადებიდან 65, ხოლო პედაგოგიური საქმიანობის 44 წელი შეუსრულდა, საპატიო სიგელით დააჯილდოვეს.
„სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს, რომელიც გვიან დარეგისტრირდა, სასწავლო წლის დაწყებისას არ მოუწია სასწავლო კომპიუტერი, რაც სკოლის დირექციამ აცნობა რესურსცენტრს. ბატონი ედუარდის გულისხმიერი დამოკიდებულებით, დროულად მოგვარდა პრობლემა და მოსწავლეს თავად გადასცა სასწავლო კომპიუტერი. აგრეთვე, უყურადღებოდ არ დარჩენია სკოლის დირექტორის ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობა და საზოგადოებრივი საქმიანობა. ბატონ ზურაბს, რომელსაც პირველ ოქტომბერს შეუსრულდა დაბადებიდან 65 წელი და პედაგოგიური საქმიანობიდან 44 წელი გადასცეს საპატიო სიგელი. სკოლის პედაგოგიური კოლექტივი რესურსცენტრის ხელმძღვანელობასა და რესურსცენტრის თანამშრომლებს, სკოლაში სასწავლო პროცესის ხელშეწყობისა და ინფრასტრუქტურის მოგვარებაში მხარდაჭერისათვის, აგრეთვე, სკოლის პედაგოგთა კარიერული და პროფესიულ ზრდაში ხელშეწყობისათვის, მადლობას უხდიან“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს