ზვარეს საჯარო სკოლის დირექტორ ნატო შათირიშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
05-10-2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლას პროფესიონალი, საკუთარ საქმეზე შეყვარებული, მოსწავლეთა განვითარებასა და მათ წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული დირექტორი - ნატო შათირიშვილი და მასწავლებლები ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ დირექტორი ნატო შათირიშვილი სასკოლო საზოგადოებისთვის ბევრს შრომობს, მისი ხელმძღვანელობით სკოლას არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია. მისი ღვაწლის დაფასებაა ისიც, რომ ნატო შათირიშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„პედკოლექტივი ულოცავს სკოლის დირექტორს, ნატო შათირიშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდოს მიღებას ვულოცავთ, ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს