ტაბაკინის საჯარო სკოლა სასკოლო სპორტულ კვირეულს არაერთი ღონისძიებით შეუერთდა
05-10-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინის საჯარო სკოლა სასკოლო სპორტულ კვირეულს შეუერთდა.

კვირეულის ფარგლებში არაერთი სპორტული ღონისძიება თუ აქტივობა გაიმართა. სპორტული ღონისძიებების კვირეული 25-დან 29 სექტემბრამდე გაგრძელდა.

25 სექტემბერს, ჩატარდა კეგლის თამაში და ლახტით შეჯიბრი. 26 სექტემბერს მინი ფეხბურთი, 27 სექტემბერს ბადმინტონის შეჯიბრში მოსინჯეს ძელები მოსწავლეებმა. 28 სექტემბერს კი ხელბურთი და ფრენბურთი ითამაეს. 29 სექტემბერს კვირეული საზეიმო ვითარებაში სპორტულ-გასართობი ღონისძიებით - „მხიარული სტარტები“ დასრულდა. 

მოსწავლეები დიდი შემართებითა და ხალისით მონაწილეობდნენ ყველა თამაშში და შესაძლებლობებიც წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203