ვაჩიანის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში მასწავლებლებს, მათ როლს ქვეყნის განვითარების საქმესა და ახალგაზრდების წარმატებული მომავლის ჩამოყალიბებაში, მეტად აფასებენ.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება იმ უდიდეს ღვაწლსა და შრომას ხედავს, რასაც თითოეული პედაგოგი საკუთარ საქმეში დებს. ისინი თავდაუზოგავად ზრუნავენ იმისთვის, რომ ქვეყანას განათლებული, მოტივირებული და პატრიოტი ახალი თაობა აღუზარდონ.
მასწავლებლის საერთაშორისო დღე, რასაკვირველია, ყველა პედაგოგისათვის მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს სკოლის დირექცია თითოეულ მასწავლებელს ულოცავს, მადლობას უხდის გაწეული მუშაობისთვის და კარიერულ წინსვლას უსურვებს.