ნოღოხაშის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბი - „ემპათია“ ჩამოყალიბდა 
05-10-2023

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღოხაშის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო. 

სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო სამოქალაქო განათლების კლუბმა „ემპათია“. ამ კლუბის კურატორები - ასმათ აბულაძე და ბელა კუჭუხიძე VII, VIII და IX კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ.

აღნიშნულ შეხვედრას საინფორმაციო ხასიათი ჰქონდა. მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების კლუბში გაწევრიანების შესახებ, შესაბამისი განაცხადები წარადგინეს. გარდა ამისა, მოსწავლეებთან შეთანხმებით, კლუბის გერბი და სახელწოდება შეირჩა.

მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ შეხვედრების განრიგი განიხილეს და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. სამოქალაქო კლუბის შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებს სიგელები პროექტ „კინო სკოლაში“ წარმატებით მონაწილეობისთვის გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203