
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღოხაშის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში აქტივობები სოხუმის დაცემის დღეს მიეძღვნა. 27 სექტემბერს მოსწავლეები და პედაგოგები, ასევე, აფხაზეთიდან ლტოლვილი მიწვეული სტუმრები შეიკრიბნენ, რათა აფხაზეთში დაცემული გმირები გაეხსენებინათ და მათთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ.
ისტორიისა და სამოქალაქოს მასწავლებელმა - ბელა კუჭუხიძემ აფხაზეთის ომის შესახებ, პრეზენტაცია წარადგინა და მის შედეგებზე, ასევე, ჟიული შარტავასა და მისი მეგობრების თავგანწირვაზე ისაუბრა. მოსწავლეებმა კი თემატური სიმღერები შეასრულეს.
„ბელა კუჭუხიძემ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგებზე ისაუბრა: ჩვენი ძირძველი კუთხის დროებით ოკუპაციაზე ასეულ ათასი ადამიანის დევნილობაზე საკუთარ სამშობლოში, გმირებზე, რომლებიც თავდადებით, საკუთარი სიცოცხლის ფასად, იცავდნენ სოხუმს.
ამ შეკრებას ესწრებოდნენ შეიარაღებული კონფლიქტის თვითმხილველები და აფხაზეთიდან დევნილები - ფატი ნადარაია და თამთა ძველაია, მათთვის ძალიან მტკივნეული და მძიმე იყო იმ ურთულესი დღეების გახსენება.
პრეზენტაციის დასასრულს აღინიშნა, რომ დადგება დრო, აფხაზები და ქართველები კვლავ გვერდიგვერდ იცხოვრებენ. აფხაზეთიდან თითოეულ დევნილს მომავალში კვლავ გვექნება ბედნიერება, დავბრუნდეთ ჩვენს ულამაზეს კუთხეში - აფხაზეთში და მიუხედავად ორივე მხარისთვის დიდი ტკივილისა, შევძლებთ ერთობლივად კვლავ ვიზრუნით ჩვენი ძირძველი, ულამაზესი კუთხისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: