ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში არაერთი სპორტული თამაში გაიმართა, რომელთა მიმდინარეობაშიც მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოვდნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში არა მხოლოდ მომავალი თაობის განათლებაზე, არამედ მათი ჯანსაღი ცხოვრებითა და სპორტით დაინტერესებაზეც აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები: