
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე ზრუნვით გამოირჩევიან, რაშიც ლომის წილი დირექციასა და პედაგოგებს მიუძღვით.
შესაბამისად, რა თქმა უნდა მოსწავლეებმა აღნიშნეს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც 4 ოქტომბერს აღინიშნება და მისი მიზანია გააძლიეროს ადამიანთა ძალისხმევა სამყაროს და შინაური ცხოველების უფლებების დასაცავად.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლის ეკოკლუბი „ნიამორი“ ყოველწლიურად აღნიშნავს ამ დღეს.
ბავშვებისთვის დღევანდელი ეს დღე იყო სიხარულითა და ემოციებით დატვირთული.
მათ თანასკოლელებსა და მასწავლებლებს თავიანთი შინაური ცხოველები გააცნეს და ისაუბრეს მათ ჰიგიენასა და კვებაზე.
იხილეთ ფოტოები: