ვანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომელთაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს, კომპიუტერები გადაეცათ
05-10-2023

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და უსურვებენ ისეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა, როგორც დღემდე. 

„ვულოცავთ მათ და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203