
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულში აქტიურად ჩაერთო.
ქვეყანაში მასობრივი სპორტული ღონისძიებების კვირეული 23-დან 29 სექტემბრის ჩათვლით გაიმართა.
სკოლის სპორტდარბაზსა და მოედანზე მოსწავლეებს შორის შეჯიბრები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩატარდა. ღონისძიებებს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ლელა აბულაშვილი და ნოდარ ზურაშვილი.
მთელი კვირის განმავლობაში ღონისძიებები მძლეოსნობის ტექნიკურ ელემენტებში, მინი-ფეხბურთში, ფრენბურთში და „მხიარულ სტარტებში“გაიმართა.
დასასრულს, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, მოეწყო ნახატების გამოფენა, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრები სპორტის სახეობების მიხედვით.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებები მიმდინარეობდა მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა მაღალი ჩართულობით.
იხილეთ ფოტოები: