თბილისის N177 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
05-10-2023

თბილისის N177 საჯარო სკოლა ევროპის სპორტის კვირეულს შეუერთდა. 

მე-3 კლასში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. თამაშები ევროპის სპორტული დღეების ფარგლებში გაიმართა და მას პედაგოგი ნონა გოგრიჭიანი ხელმძღვანელობდა. 

მესამეკლასელები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ. ღონისძიება მოსწავლეებისთვის სახალისო აღმოჩნდა. ბავშვებმა ბევრი იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ ევროპის სპორტის კვირეული, ევროკომისიის ორგანიზებით, 2015 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203