მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენილი პედაგოგის ერთი დღე-დედოფლისწყაროს N1 სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებელთა პროფესიულ დღესასწაულს სიუჟეტი მიუძღვნეს
05-10-2023
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო სიუჟეტი მოამზადეს.
„მასწავლებლის ერთი დღე“ - ასე ჰქვია სიუჟეტს, რომლის მთავარი გმირი სკოლის ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი ეკა სეფიაშვილი გახლავთ.
პედაგოგმა მასწავლებლის პროფესიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, თუ რას ნიშნავს ეს საქმე მისთვის. სიუჟეტში მან ასევე სწავლების თავისებური მეთოდებიც განმარტა.
„მასწავლებლის ცხოვრებით ვცხოვრობ და ბავშვობიდან ვეღარ გამოვდივარ... ყოველ გათენებულ დღეს ვუღიმი და ვეფერები“, - ამბობს პედაგოგი.
სიუჟეტის მეშვეობით მოსწავლეებმა უკეთ გაიცნეს თავიანთი მასწავლებელი და ის სხვა კუთხითაც დაინახეს.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგი, სასკოლო საზოგადოების მაღალი ჩართულობით წარდგენილია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსთვის გამოცხადებულ კონკურსზე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს