ხიზაბავრის საჯარო სკოლის პედაგოგმა „შოთაობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, გამოფენა-გაყიდვა მოაწყო
05-10-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო. მოსწავლე-მასწავლებლებმაშოთაობის“ სახალხო დღესასწაული აღნიშნეს.

სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა ლ.დათაშვილმა აღნიშნულ დღესასწაულზე ოთახის ყვავავილების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო, რომელშიც მოსწავლეები ხალისით მონაწილეობდნენ.

„საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე შემოსული თანხით პედაგოგმა შეიძინა ყვავილების ქოთნები, რაშიც განთავსდება ოთახის ყვავილები და გაალამაზებს სკოლის სივრცეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

ეს დღე ხალისიანი, საინტერესო და ნაყოფიერი იყო გამოფენაში მონაწილე თითოეული ადამიანისთვის.

შეგახსენებთ, რომ „შოთაობის“ დღესასწაული სამცხე ჯავახეთის მხარეში 1966 წლიდან აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203