ზედა ვანის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე, რომელთაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიტერი“ ფარგლებში“ დაჯილდოვდა.
ნანა ძიგრაშვილსა და მარიამ გუგუციძეს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„სკოლა სიამაყით ულოცავს მათ და მათ მშობლებს ამ წარმატებას, უსურვებს, რომ მრავალი წარმატების საწინდარი იყოს ეს ჯილდო...“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: