ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე მასწავლებლის მსოფლიო დღის აღსანიშნ ღონისძიებაზე მომხსენებლად მიიწვიეს
05-10-2023

ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი - მარინე ტაბატაძე კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნებაა. ის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და აქტივობაში მონაწილეობს.

ამჯერად, ის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ღონისძიებაზე მასწავლებლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მომხსენებლად მიიწვიეს.

„სიხარულით, გიწვევთ, როგორც სპიკერს, მასწავლებელთა მსოფლო დღის აღსანიშნ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება 5 ოქტომბერს, 18:00 საათზე.

თქვენი შეხედულებები და გამოცდილება მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ღონისძიებას და ყველა მონაწილისთვის დასამახსოვრებელს გახდის.

გვჯერა, თქვენი გამოცდილება და ცოდნა ფასდაუდებელი იქნება ჩვენი აუდიტორიის მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის და საზოგადოებისთვის. თქვენი პრეზენტაცია შეიძლება იქცეს ჩვენი დღესასწაულის მთავარ ნაწილად, შთააგონოს და გაანათლოს დამსწრე საზოგადოება.  გილოცავთ მასწავლებლის მსოფლიო დღეს!“, - წერენ დირექტორს უნივერსიტეტიდან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203