ანდეზიტის საჯარო სკოლა სპორტულ კვირეულს აქტივობებით შეუერთდა
05-10-2023

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში სპორტისადმი ინტერესის აღძვრას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლა დიდი მონდომებით, ევროპის სპორტულ კვირეულს შეუერთდა. კვირეულის ფარგლებში კი, სკოლაში არაერთი საინტერესო და სახალისო სპორტული ღონისძიება მოეწყო. 

აღსანიშნავია, რომ სპორტულ აქტივობებში მოსწავლეები დიდი ინტერესით, საბრძოლო შემართებითა და ხალისით ჩაერთნენ.

სპორტული დღეები პედაგოგ - თეონა ჩუბინიძის ხელმძღვანელობით მოეწყო. სასკოლო საზოგადოებისთვის, კვირეული საკმაოდ ნაყოფიერი, დასამახსოვრებელი და პროდუქტიული აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203