რგანის საჯარო სკოლის მოსწავლე თეკლა ვეშაპიძე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით დასაჩუქრდა
05-10-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე თეკლა ვეშაპიძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა. 

მოსწავლეს, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, კომპიუტერი გადაეცა. 

სკოლის დირექტორი მაია მეგრელი და პედაგოგები მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და უსურვებენ ისეთივე შემართებით გააგრძელოს განათლების მიღება, როგორც დღემდე. 

„რგანის საჯარო სკოლამ კიდევ ერთხელ განიცადა სიხარული და ბედნიერი წუთები, რაც ჩვენი სკოლის წარმატებული მოსწავლის - თეკლა ვეშაპიძის კომპიუტერით დასაჩუქრებით იყო გამოწვეული. გილოცავ, თეკლა და ვულოცავ, რგანის საჯარო სკოლას ამ წარმატებას. მჯერა კიდევ ბევრი წარმატებისა და სიხარულის მომსწრენი გავხდებით“,- ვკითხულობთ დირექტორის მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203