
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლაში, შემეცნებითი სახალისო და მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, ბუნების გაკვეთილზე, საინტერესო პრაქტიკული სამუშაო - „ფოთლის სიგრძის განსაზღვრა“, მოეწყო, რაშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დავალებას საკმაოდ კარგად გაართვეს თავი, ისინი სამუშაო პროცესში დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, სასწავლო პროცესში, პრაქტიკული სამუშაოების გამოყენება, რათა მოსწავლეებს აუმაღლდეთ მოტივაცია და სხვადასხვა აქტივობაში ხალისით ჩაერთონ.
იხილეთ ფოტოები: