ბათუმის N2 საჯარო სკოლაში, სპორტული კვირეულის ფარგლებში, არაერთი აქტივობა მოეწყო
04-10-2023
ბათუმის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში სასკოლო სპორტული ფესტივალის ფარგლებში არაერთი სპორტული თამაში გაიმართა, რომელთა მიმდინარეობაშიც მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოვდნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში არა მხოლოდ მომავალი თაობის განათლებაზე, არამედ მათი ჯანსაღი ცხოვრებითა და სპორტით დაინტერესებაზეც აქტიურად ზრუნავენ. 

„სასკოლო სპორტული ფესტივალის კვირეული სკოლაში დატვირთული იყო მეგობრული, საინტერესო თამაშებით“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203