ქუთაისის N29 საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ კვირეულს აქტიურად შეუერთდნენ
04-10-2023
ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში არა მხოლოდ მომავალი თაობის განათლებაზე, არამედ მათი ჯანსაღი ცხოვრებითა და სპორტით დაინტერესებაზეც აქტიურად ზრუნავენ. 

სწორედ ამ მიზნით, სპორტის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, კლასებს შორის, ფეხბურთში, ფრენბურთსა და „მხიარულ სტარტებში“ შიდასასკოლო შეჯიბრი გაიმართა. მათ მიმდინარეობაში მოსწავლეები პედაგოგების - ნესტან თელიასა და თამარ ესაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

გარდა ამისა, ევროპის სასკოლო ოლიმპიადაზე მოსწავლეებმა - ანა დანგაძემ, ნათია დანგაძემ და გურამ ბიბილეიშვილმა გაიმარჯვეს. ისინი ჩემპიონები და გარბენში პრიზიორები გახდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203