ჭოგნარის საჯარო სკოლაში დაბრუნება მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა დღესასწაულად უქციეს
ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს.
სასკოლო საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი დღე დირექტორმა, ლუიზა ნიშნიანიძემ მიულოცა და ნაყოფიერი წელი უსურვა. აღსანიშნავია, რომ მონატრებული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
„ახალი სასწავლო წლის პირველი სასიამოვნო დღე, დღე ბედნიერი სახეების, მონატრებული ადამიანების შეხვედრის, ყვავილების ცვენის დღე - ნამდვილი დღესასწაული, მთელი სასკოლო საზოგადოების ზეიმი“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: