ფანაგის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიებები ჩატარდა
04-10-2023
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანაგის საჯარო სკოლაში სასკოლო სპორტის კვირეულის მიმდინარეობაში ჩაერთნენ.
ამასთან დაკავშირებით არაერთი აქტივობა გაიმართა, რომლებშიც მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ - მათ სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ჩატარდა სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტებიც“, სადაც მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს. სკოლაში მათი აქტიურობით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.