თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ, საქართველოს დროშის აღმართვითა და სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერებით დაიწყო.
ეს მნიშვნელოვანი დღე სასკოლო საზოგადოებას მერის წარმომადგენელმა, სკოლის დირექტორმა და პედაგოგიურმა კოლექტივმა დიდი სიყვარულით მიულოცეს.
მონატრებული და საზეიმოდ მორთული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
უდიდესი სიყვარულით მიიღეს პირველკლასელები, რომელთაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: