ქვიტირის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღეს პროექტი მიეძღვნა
05-10-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლაში 1993 წლის 27 სექტემბრის მოვლენები გაიხსენეს. 

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში პროექტი ჩატარდა.

აღნიშნული პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრეს და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

როგორც ისტორიის მენტორი მასწავლებელი კახაბერ ჯღარკავა გვიყვება, ერთ-ერთმა მე-10 კლასის მოსწავლემ აღნიშნულ დღეს უთხრა: „მამაჩემი ჩემი ასაკის იყო, სოხუმი რომ დატოვა“, რაც ძალიან ემოციური აღმოჩნდა მისთვის.

„მის ცისფერ თვალებში მე აფხაზეთი დავინახე“, - ამბობს პედაგოგი.

30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203