მესხეთის საჯარო სკოლაში, კლიმატის კვირეულის ფარგლებში, არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა ჩატარდა
05-10-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, კლიმატის კვირეული აღინიშნა. სკოლაში არაერთი აქტივობა ჩატარდა, რომელთა მიზანი იყო სასკოლო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება მსოფლიო კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით.

„კლიმატის ცვლილება, რომელიც დედამიწაზე მიმდინარეობს, კაცობრიობისათვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო პრობლემაა, რადგან ის ჩვენს გარემოსა და ყოველდღიურობას მკვეთრად ცვლის. ეს პროცესი ჯერ კიდევ XX- საუკუნის 70-იან წლებში შენიშნეს, როდესაც, დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურა გაიზარდა და გლობალური კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფები გახშირდა“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ სწორედ ეს პრობლემები გაიაზრა და გააცნობიერა, ამ დღეს მთელმა სასკოლო საზოგადოებამ და გაიაზრა რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის როლი კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შეჩერების საქმეში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203