მოსწავლეთა სადღესასწაულო მიღება ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლაში
05-10-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წელი სადღესაწაულო განწყობითა და ტრადიციული ღონისძიებით დაიწყო.
სასკოლო საზოგადოების ზეიმი - ასე უწოდებენ სკოლაში 15 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს.
ამ დღეს, სკოლის დირექცია, პედაგოგები, მოსწავლეები, მათი მშობლები და კურსდამთავრებულები, რომლებიც ყოველ წელს სიხარულით მიდიან მონატრებულ სკოლაში, ერთად აღნიშნავენ და ერთმანეთს წარმატებას უსურვებენ.
სკოლაში, ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობით. განსაკუთრებული სიყვარულითა და ყურადღებით უმასპინძლეს პირველკლასელებს. ტრადიციულად, დღე საზეიმო მსვლელობით დაიწყო.
როგორც ყოველთვის, წელსაც საზეიმო ცერემონიალი მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა.
სასკოლო საზოგადოებას, სკოლის დაწყება დირექტორმა - ფატი თევდორაძემაც მიულოცა, მათ წინსვა და საერთო საქმეში წარმატება უსურვა.
„ეს დღე არის ბედნიერი სახეების, მონატრებული ადამიანების შეხვედრის, ყვავილების ცვენის დღე - ნამდვილი დღესასწაული...“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს