თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის ნიჭიერი, მიზანდასახული და მოტივირებული მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და პედაგოგთა ხელმძღვანელობით, საინტერესო პროექტებში ხშირად ერთვებიან.
სკოლამ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია, სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების კონკურსში - „ჩემი სკოლა“, ნომინაციაში „გამორჩეული რეჟისურა“, I ადგილი სწორედ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა დაიკავეს.
სკოლაში ამ მიღწევით ამაყობენ, სასკოლო საზოგადოებას კი დირექტორი თინათინ ბეჟაშვილი ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„მადლობა ასეთი შეფასებისთვის....სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების კონკურსში „ჩემი სკოლა“, მოპოვებული I ადგილი ნომინაციაში - „გამორჩეული რეჟისურა“,- წერს დირექტორი თინათინ ბეჟაშვილი
იხილეთ ფოტო: