ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ყუმისთავის სკოლაში საინტერესო ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი
05-10-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ყუმისთავის სკოლაში ახალი საინტერესო ინიციატივა წამოიწყეს. მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ მეგობრებს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება.

სწორედ ამ ინიციატივის განსახორციელებლად X კლასის მოსწავლე ლიზი ტყაბლაძემ (დამრიგებელი ვენერა ობოლაძე), მეწარმეობის კლუბისა და ხელოვნების გაკვეთილის ფარგლებში, დაინტერესებულ თანასკოლელებს ჩაუტარა მასტერკლასი - ფერადი წებოვანი ქაღალდებით ყვავილების დამზადებაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა შეძლეს მიჰყოლოდნენ ლიზის დეტალურ ინსტრუქციებს და მისი დახმარებით დაამზადეს სხვადასხვა ფერის ხელოვნური ვარდები.

„პროცესი შრომატევადი აღმოჩნდა, თუმცა საინტერესო. სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის ლიზი ტყაბლაძეს და ეცდება სხვა მოსწავლეებსაც მისცეს საშუალება საკუთარი შემოქმედებითი უნარის გამოსავლენად“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203