
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
სასკოლო საზოგადოებას, სასწავლო წლის პირველ დღეს, მრავალფეროვნად მორთული გარემო დახვდა, რამაც დღე კიდევ უფრო დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი გახადა.
სკოლაში, ახალი სასწავლო წელი, გაორმაგებული ენთუზიაზმით, დიადი მიზნებითა და პოზიტიური შემართებით დაიწყო.
სკოლის ადმინისტრაცია, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და მათ წინსვლას უსურვებს.
„წარმატებულ, ნაყოფიერ 2023-2024 სასწავლო წელს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს, პედაგოგებს, სკოლის ადმინისტრაციას და სრულიად სასკოლო საზოგადოებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: