ეცერის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს
05-10-2023

ზურაბ გურჩიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს. 


აღსანიშნავია, სკოლა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის - ზურა გურჩიანის სახელს ატარებს, რაც ორმაგად საპასუხისმგებლოა თითოეული მოსწავლისა თუ პედაგოგისთვის.

ამ დღესთან დაკავშირებით, ჯვარის N2 საჯარო სკოლა „თიმსის“ პლატფორმის საშუალებით დაუკავშირდა მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერისა (რომელიც აფხაზეთის ომის გმირის, ზურა გურჩიანის, სახელს ატარებს) და ფარის სკოლებს.

მათ, აფხაზეთის ომის გმირები: ზაირა ქებურია, ზურა გურჩიანი და ჯემალ გაბულდანი გაიხსენეს.  

ეცერის სკოლის მოსწავლემ ერთ-ერთი გმირის ზურა გურჩიანის წერილი წაიკითხა, რომელიც მან მამას გაუგზავნა. წერილში ის ძალადობას გმობდა და აღნიშნავდა, რომ აფხაზეთი საქართველოა. 

„ეს წერილი სახელმძღვანელოშია შესატანი. მასში გამოკვეთილია გმირის უმთავრესი ტკივილი - სამშობლო“, - აღნიშნავენ ჯვარის N2  სკოლაში.

ეცერის საჯარო სკოლის დირექტორმა, ქეთევან გურჩიანმა ასევე აღნიშნულ დღეს გაიხსენა ზურა გურჩიანის მოგონებები.

სკოლა მადლობას უხდის თითოეულ პედაგოგს, რომელმაც ამ ტრაგიკულ დღეს გარდაცვლილებს პატივი მიაგო.  

„მადლობა ქალბატონ ნინო გაბულდანს დღევანდელ დღეს ზურას სახელის მოფერებისთვის, ოჯახის წევრების ნუგეშისცემისთვის!

კიდევ ერთი გმირის ისტორიის გაცნობისთვის! სასიამოვნოა, რომ კიდევ ერთ სკოლას მიენიჭა აფხაზეთში დაღუპული გმირის, ჯემალ გაბულდანის სახელი!“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203