კერძო სკოლა „ცოდნასა“ და იურიდიულ ოფისს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
04-10-2023
კერძო სკოლა „ცოდნა“ ის საგანმანათლებლო დაწესებულაბაა, სადაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათ წარმატებულ მომავალზე ზრუნავენ.

როგორც სკოლაში ამბობენ, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მნიშვნელოვანი მიმართულებაა მოსწავლეებში საზოგადოებრივ - სამართლებრივი ხედვისა და ცნობიერების ჩამოყალიბება, მათი მომზადება ცხოვრებისეული გამოწვევებისათვის, რაც მათ მომავალი პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში დაეხმარება.

სწორედ ამ მიზნით, კერძო სკოლა „ცოდნას“ დირექტორი ნაზი ნადირაძესა და ბესიკ ქარცივაძის იურიდიულ ოფისს შორის მემორანდუმი გაფორმდა. სკოლამ კი საინტერესო სტუმრებს - ბესიკ ქარცივაძეს, თემურ გოცირიძეს, ირაკლი ბურჭულაძეს უმასპინძლა, რომლებმაც მე-11- მე-12 კლასელთათვის პროექტ „სამართლის კარის“ პრეზენტაცია გამართეს.

იურიდიულ-სამართლებრივი საკითხებით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა პროექტში ჩართვის სურვილი გამოთქვეს. დაიგეგმა სამომავლო აქტივობები - გასვლითი ღონისძიებები და ექსკურსიები, ქალაქის მასშტაბით.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203