ალისუბნის თემის N1 სკოლის მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის პროგრამაში მონაწილეობა დაუფინანსდებათ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
სკოლა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საინვესტიციო პროექტში - „პროფესიული ორიენტაციის პროგრამა“ მიიწვიეს.
აღნიშნული პროგრამა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ( X-XII კლ.) პროფორიენტაციის საკითხებში გადამზადებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში, ტრენინგები იმართება, როგორც ფიზიკურ (რეგიონალურ), ასევე, ონლაინ სივრცეში.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლას CIU - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო სერტიფიკატი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებს პროექტში მონაწილეობას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სრულად დაუფინანსებს.
იხილეთ ფოტო: