ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში სპორტული ასპარეზობები გაიმართა 
04-10-2023
დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში შიდასასკოლო ასპარეზობა სპორტის არაერთ სახეობაში, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებში, გაიმართა. მოსწავლეები ერთმანეთს მინი ფეხბურთიში, ხელბურთში, ფრენბურთში ეჯიბრებოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი კალათბურთში და ტანვარჯიშის ელემენტებში ვარჯიშობენ. მათი ხელმძღვანელი სპორტის პედაგოგი გელა აბჟანდაძეა. როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეები ეროვნული პროექტისთვის ემზადებიან. 

სკოლაში არა მხოლოდ მომავალი თაობის განათლებაზე, არამედ მათი ჯანსაღი ცხოვრებითა და სპორტით დაინტერესებაზეც აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203