ხიხანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
04-10-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ჟრიამულით დაიწყო. 

მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, სიტყვით წარსდგნენ და სასკოლო საზოგადოების წინაში მრავალფეროვანი ნომრები წარადგინეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ მონატრებული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

სკოლაში მთელი დღე საზეიმო განწყობა იგრძნობოდა. 

„ჩემო პატარებო, გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე:

ბმული
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203