წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში სპორტული აქტივობები გაიმართა
04-10-2023
წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში, სასკოლო სპორტული კვირეულის ფარგლებში, არაერთი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეები მათ მიმდინარეობაში პედაგოგ შოთა ოყუჯავას ხელმძღვანელობით, უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს და აქტივობებში თავი გამოიჩინეს.
ყველა შეჯიბრმა დიდი წარმატებით, მხიარულად, ჩაიარა.