თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან.
ამჯერად, IV კლასის მოსწავლეებმა, ზაფხულის არდადეგებზე წიგნების ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობით მიღებული შთაბეჭდილებები თანაკლასელებსა და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს. გარდა ამისა, შეავსეს პოსტერები - „წიგნების თარო".
კლასში, ამავე დროს, ქართველი საბავშვო მწერლის - ლელა ცუცქირიძის ნაწარმოების - „ატუსა და მატუსა“ განხილვა მოეწყო. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს მათთვის მნიშვნელოვანი ეპიზოდები, შექმნეს ილუსტრაციები და იმსჯელეს, თუ რომელი ეპიზოდი იყო გამოსახული მათზე. შემდეგ ნაწარმოებიდან ერთმანეთს კითხვები დაუსვეს და მხიარული ვიქტორინა გამართეს.
აქტივობებმა დიდი წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ფოტები: