ფურტიოს საჯარო სკოლის სამი პედაგოგი ახალ სასწავლო წელს პროფესიული წინსვლით შეხვდა 
04-10-2023
ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლას განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს. 

ამჯერად, წარმატებას სამმა მასწავლებელმა მიაღწია. პედაგოგებმა - თეონა მახარაძემ, როზა ქამადაძემ და გულა მიქელაძემ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ჩააბარეს და სტატუსი აიმაღლეს, ისინი უფროსი მასწავლებლები გახდნენ. 

სკოლაში მასწავლებელთა მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ მათ ამ წარმატებას, ვუსურვებთ სამომავლოდ წარმატებებსა და კარიერულ წინსვლას მათ საქმიანობაში“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203