ნაგარევის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს.
ეს მნიშვნელოვანი დღე სასკოლო საზოგადოებას დირექტორმა, შორენა აბესაძემ მიულოცა და წარმატებები უსურვა. აღსანიშნავია, რომ სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
უდიდესი სიყვარულით მიიღეს პირველკლასელები, რომლებსაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ. სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ.
„წარმატებული გზებით გევლოთ, ჩვენო პატარებო“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: