სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თეთრიწყაროს „ეტალონი გუნდის“ ტიტული მოიპოვეს
04-10-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის გუნდმა „ეტალონის გუნდურ ჩემპიონატში“ დიდი წარმატებას მიაღწია.

მათ პირველი ადგილი დაიკავეს. გამარჯვებული 20 კითხვის შემდგომ გამოვლინდა და „თეთრიწყაროს ეტალონი გუნდის“ ტიტული დაიმსახურა. გუნდის წევრები არიან: საბა შავაძე - VI კლასი, გუგა შავაძე - VI კლასი, ანასტასია შავაძე - VI კლასი, მეგი აბულაძე - VII კლასი, ბექა აბულაძე - VII კლასი. მათ 68 ქულით პირველობის მოპოვება 338 წამში შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ „ეტალონი“ ერთგულ „ეტალონელებს“ დასწრებით რეჟიმში დაუბრუნდა და განახლებული ფორმატით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლებისთვის გუნდურ კონკურსებს ჩაატარებს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიებას ბოგვის საჯარო სკოლა მასპინძლობდა, ხოლო მონაწილე გუნდებს ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობდნენ. ადგილობრივი სკოლების მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს საზრიანობასა და ერუდიციაში შეეჯიბრნენ. ღონისძიებას „ეტალონის“ სულისჩამდგმელი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. 

ღონისძიებას თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი - ზურაბ აზარიაშვილი და მერიის კულტურისა და სპორტის განყოფილების უფროსი - ვაჟა სულხანიშვილი ესწრებოდნენ, მათ გუნდს გამარჯვება მიულოცეს და დიპლომი გადასცეს, ასევე თეთრიწყაროს მერიისგან სამღერეთის საჯარო სკოლის გუნდს 1000-ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203