ფარცხანაყანევის N1-მა სკოლამ ევროპის სპორტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობის წერილი მიიღო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლამ ევროპის სპორტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის, სამადლობელი წერილი და სერტიფიკატი მიიღო, რითაც სკოლაში ძალიან ამაყობენ და მასწავლებლებს მადლობას უხდიან.
აღსანიშნავია, რომ პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე თავდაუზოგავად ზრუნავენ.
„სკოლის დირექცია კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას პედაგოგებს: ნატო ნიქაბაძესა და იზა ყუბანეიშვილს, მონაწილე კლასებსა და მშობლებს, ჩართულობისა და თანადგომისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: