ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
04-10-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სწორედ ამიტომ სკოლაში სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში, სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარები“ ჩატარადა, რომლის მიზანიც მოზარდების ფიზიკურ აქტივობაში მასობრივი ჩართვა იყო. შეჯიბრში II და III კლასების მოსწავლეები დამრიგებლების - ნატო ნიქაბაძისა და იზო ძოწენიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ.

შეჯიბრის განმავლობაში გაიმართა მრავალფეროვანი თამაშები: „გადასძლიე“, „ჭაობი“, „გადაეცი და დაჯექი“, „ქუდიანი ფეხმარდები“, „ცოცხალი ფარი“, ააწყვე „მხიარული სტარტები“, „რთველი“, „ვინ უფრო სწრაფია“, „ზუსტად წრეში“, „მოძრავი კალათა“.  

როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიება საინტერესოდ და მხიარულად წარიმართა, შესაძლებლობის გამოვლენის საშუალება ყველა ბავშვს მიეცა. თამაშები ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, რომელსაც კომპეტენტური ჟიური აკონტროლებდა.

მონაწილე მოსწავლეები სკოლის დირექტორმა სამახსოვრო სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვა.

„სკოლის დირექცია მადლობას უხდის მშობლებს ჩართულობისთვის, განსაკუთრებული მადლობა პედაგოგებს: ნატო ნიქაბაძესა და იზა ყუბანეიშვილს თავდაუზოგავი შრომისთვის და ენთუზიაზმისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203