აშკალის საჯარო სკოლის დირექტორ ვაჟა ზურნაჩიანს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
04-10-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული ხელმღვანელი და პედაგოგია. მან ქვეყანას არაერთი ღირსეული თაობა აღუზარდა. სკოლის ხელმძღვანელისა და ამავე დროს მასწავლებლის შრომა დაფასდა და მას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. 

დირექტორს დამსახურებული მასწავლებლის სიგელი და სამკერდე ნიშანი გადაეცა.

სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მას დამსახურებულ ჯილდოს ულოცავს და შემდგომ წინსვლას უსურვებს. 

„აშკალის საჯარო სკოლის კოლექტივი ულოცავს სკოლის დირექტორს - ვაჟა ზურნაჩიანს საქართველოს მასწავლებლის წოდების მინიჭებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203